Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თამო ვაშალომიძემ დიდი პაუზის შემდეგ მეუღლე გამოაჩინა – ასე ართობს მამაკაცი თავის ვაჟს

© Photo: Tamo Tamo Vashalomidze / FBთამო ვაშალომიძე
თამო ვაშალომიძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
გამოწერა
სამედიცინო სფეროში მოღვაწე აკა სამხარაძე ოჯახის წევრებს გადატვირთული გრაფიკის გამო დიდ დროს ვერ უთმობს, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. თამო ვაშალომიძემ ქმარ-შვილის უსაყვარლესი ვიდეო გამოაქვეყნა. ნახეთ როგორ ცდილობს პირველი შვილის გახალისებას ახალბედა მამა.

სექსუალურმა ფოტომოდელმა ცხოვრების წესი შეიცვალა და დიასახლისობას დიდი მონდომებით შეუდგა. თამო ახლა ორი შვილის დედაა. ტელესახემ 28 ნოემბერს მეორე შვილი გააჩინა. დეკემბრის დასაწყისში დედა-შვილი სამშობიაროდან გაწერეს და თამოს მეუღლემ ოჯახის წევრებს სახლში ლამაზი სიურპრიზი დაახვედრა. ახალშობილ მაქსიმეს ახალბედა მამა ზღაპრული დეკორაციებითა და დიდი სიხარულით დახვდა. პატარა ძმას სოფიაც მალევე დაუმეგობრდა. აკა სამხარაძე სოფიასა და მაქსიმეს თანაბარ დროს უთმობს და ანებივრებს. უახლეს ვიდეოზე კი მამაკაცი ხუთი თვის ვაჟს ეთამაშება.

თამო ვაშალომიძე, ფაქტობრივად, საიდუმლოს გარეშე ცხოვრობს. ერთადერთი, რაც მოდელმა თაყვანისმცემლებს დღემდე არ გაუმხილა – მისი ყოფილი პარტნიორის ვინაობაა.

თამომ ახალშობილი ვაჟის ფოტო მშობიარობის დღესვე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ სიტყვებით ვერ გადმოსცემს ისეთი ბედნიერია, თუმცა ბავშვის სახე დამალა. ახლა მოდელმა გადაწყვიტა თაყვანისმცემლებს მაქსიმეს სახეც აჩვენოს, რასაც სოფიას დაბადებისას არ აკეთებდა და საგულდაგულოდ მალავდა.

რამდენიმე თვეა თაყვანისმცემლებმა შეამჩნიეს, რომ მის გვერდზე ეროტიკული ხასიათის სურათებმა იკლო, ხოლო ოჯახურმა იდილიამ იმატა. თამო ვაშალომიძის ახალი პარტნიორი აკა სამხარაძეა. ის ბიზნესმენია, რომელიც სამედიცინო სფეროში საქმიანობს. ფოტომოდელის განცხადებით, ისინი ერთმანეთს ერთ წელზე მეტს ხვდებოდნენ.

ეპატაჟური ვარსკვლავი ახალ ცხოვრებას ახალი ძალებით შეუდგა. რთული ცხოვრების მიუხედავად, თამო უამრავი ქალბატონისთვის სიძლიერის მაგალითად იქცა. ახლა მისი ცხოვრება ფოტომოდელობის მიღმა ოჯახურ სივრცეში მიედინება, რაც თამოსთვის დიდი კომფორტის ზონა და ბედნიერებაა. უახლეს ფოტოებსა და ვიდეოზე კარგად ჩანს, თუ რა მარტივად მოირგო ცოლ-ქმარმა მშობლის როლი.

 

ყველა ახალი ამბავი
0