04:42 28 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
25 0 0

მთიან ყარაბაღში რუსმა მშვიდობისმყოფელებმა საერთო ჯამში 220 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანეს, მათ შორის, პროდუქტები და პირველი საჭიროების ნივთები და ა.შ.

თბილისი, 19 ივლისი - Sputnik. რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის სამხედრო მოსამსახურეებმა მთიან ყარაბაღში 18 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანეს, იუწყება Sputnik-სომხეთი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

„დღეს მივიღეთ 18 ტონა ტვირთი, რომელიც აქ განთავსდება. შემდეგ ტვირთი ცალკეულ სოფლებში, სადაც შეუძლებელია მისვლა, ყველა გაჭირვებულ მცხოვრებს შორის გადანაწილდება“, - აღნიშნა სამშვიდობო კონტინგენტის ჰუმანიტარული რეაგირების ცენტრის ოფიცერმა რუსლან ივანოვმა.

საერთო ჯამში საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და ფონდების ხაზით რუსმა მშვიდობისმყოფელებმა მთიანი ყარაბაღის მცხოვრებთ 220 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გადასცეს, მათ შორის, პროდუქტები და პირველი საჭიროების ნივთები, სპეციალური სამედიცინო მოწყობილობა და თავდაპირველი დიაგნოსტიკის ნაკრებები სამედიცინო დაწესებულებებისთვის.

რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა - ვლადიმირ პუტინმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომლის საფუძველზეც, მთიან ყარაბაღში სროლის სრულად შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 10 ნოემბრიდან ამოქმედდა. სომხეთის მხარე დასთანხმდა ტერიტორიების ნაწილის დათმობას.

ცეცხლის და საომარი მოქმედებების შეწყვეტის გასაკონტროლებლად მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში განლაგდა რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი - 1960 სამხედრო მოსამსახურე, 90 ჯავშანმანქანა, 380 ერთეული ავტომობილი და სპეციალური ტექნიკა.

მთავარი თემები