სომხეთი–საქართველოს გზის მშენებლობა მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება

© Sputnik / Levan Avlabreliგზის მშენებლობა
გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
გამოწერა
აღნიშნული საავტომობილო გზის აღდგენა სომხეთსა და საქართველოს შორის მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. სახელმწიფოთაშორისი გზის „ვანაძორი–ალავერდი–საქართველოს საზღვარი“ მშენებლობა 2021 წლის 31 აგვისტოს დასრულდება, განაცხადა სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინსფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ქრისტინე გალეჩიანმა, იუწყება „Sputnik–სომხეთი".
„საკრედიტო შეთანხმების ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა, სამშენებლო სამუშაოები კი მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე“, – განაცხადა გალეჩიანმა. 
საქართველო-სომხეთის საზღვარზე „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობა დაიწყო

 - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2021
საქართველო-სომხეთის საზღვარზე „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობა დაიწყო
ამ საავტომობილო ტრასის აღდგენა სომხეთსა და საქართველოს შორის მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს, ასევე გაიზრდება გზის გამტარუნარიანობა.
სამუშაოების ვადებმა გადაიწია დამატებითი სადრენაჟე ხაზების, ახალი საკანალიზაციო მილების გაყვანისა და 2020 წლის კრიზისული მოვლენების გამო.
გარდა ამისა, საქართველო–სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედზე შენდება ახალი ხიდი, რომელიც 2022 წლის მაისში დასრულდება.
ასე რომ, საქართველოსა და სომხეთს შორის საგზაო მიმოსვლა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, აღნიშნა გალეჩიანმა.
რამდენიმე დღის წინ სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სურენ პაპიკიანმა ხიდის სამშენებლო სამუშაოები ქართველ კოლეგა ირაკლი ქარსელაძესთან ერთად დაათვალიერა.
სომხური სააგენტოს ინფორმაციით, 90-კილომეტრიანი სიგრძის М6 ტრასის სარემონტო სამუშაოები აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება – კრედიტის მოცულობა 51 მლნ ევროა. აღნიშნული თანხა მიმართულია გზისა და გვირაბების სარემონტო სამუშაოებზე, ასევე ორზოლიანი გზის გაფართოებაზე.
 
ყველა ახალი ამბავი
0