03:17 02 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7174
  • 100 RUB4.2829
  • USD3.1244
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
50 0 0

კერძოდ, მხარეებმა განიხილეს „ნინოწმინდას“ განახლებული საბაჟო გამშვები პუნქტის პროექტი, რომელიც 2021 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს, ნათქვამია საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა, სომხური მხრიდან - შუშანიკ ნერსისიანი და აშოტ მურადიანი.

მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები და პოსტპანდემიურ პერიოდში შემდგომი თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები.

2019 წელს ხელი მოეწერა ოქმს - „სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის საერთაშორისო გადაადგილების წინასწარი ელექტრონული მონაცემების გაცვლის თაობაზე". შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა აღნიშნეს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშორებით აქტიურად მიმდინარეობს ტექნიკური ხასიათის სამუშაოები და ოქმით გათვალისწინებული ფორმალობების ამოქმედება უახლოეს მომავალში მოხდება.

„მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 3 წლის მონაცემებით, ჩვენს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვამ 2,4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და გლობალური პანდემიის მიუხედავად ჩვენ შევძელით, როგორც  დადებითი დინამიკის შენარჩუნება, ასევე საერთაშორისო ტვირთების შეუფერხებელი მიწოდება“,- აღნიშნა ზურაბ სიჭინავამ.

მხარეებმა ასევე განიხილეს განახლებული საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდას“ პროექტი, რომელიც 2021 წლის ბოლოს დასრულდება.

მთავარი თემები