ფაშინიანი: სომხეთში ხალხის წინააღმდეგ ელიტის კლასობრივი ბრძოლა მიმდინარეობს

© AFP 2024 / TIGRAN MEHRABYANნიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
გამოწერა
მისი თქმით, სომხეთში უკვე დაწყებულია და სრული სვლით მიმდინარეობს არაძალადობრივი, ფოლადისეული, სახალხო რევოლუცია.

თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა სააგიტაციო მიტინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში ხალხის წინააღმდეგ ელიტის კლასობრივი ბრძოლა მიმდინარეობს, წერს РИА Новости.

მისი თქმით, მომავალი საპარლამენტო არჩევნების მიზანს არ წარმოადგენს ის, „იქნება თუ არა ხელისუფლებაში მისი პოლიტიკური ძალა“.

არა აივაზიანი - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
სომხეთის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომას ხელი მოაწერა

„ეს არჩევნები იმის შესახებაა, იქნებით თუ არა თქვენ ხელისუფლებაში. აქ მიდის ელიტის და ხალხის ომი. ცხადია, რომ ომი (ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია - რედ.) და ომისშემდგომი სიტუაცია მხოლოდ საბაბი იყო. ეს კლასობრივ ბრძოლაში გადაიზარდა. ეს იქცა ელიტის ომად ხალხის და მოქალაქის, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ისინი მებრძვიან, რადგან ჩემი შვილი ყიდის ლუდს, ისევე როგორც თქვენი შვილები“, - განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, მისი „ვაჟი არ აყენებს საკუთარ თავს სხვა ადამიანების შვილებზე მაღლა“.

„ეს კი არღვევს მათ მიერ აგებულ პირამიდას, რადგან მათი შვილები უნდა იყონ სხვებზე მაღლა, მათ მილიონები უნდა იშოვონ... შესაბამისად, სომხეთში დაიწყო და მიმდინარეობს არაძალადობრივი, რკინის, სახალხო რევოლუცია“, - განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს არის დანიშნული. არჩევნებში მონაწილეობას 25 პოლიტიკური ძალა მიიღებს - 21 პარტია და 4 ბლოკი.

ყველა ახალი ამბავი
0