სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა გადადგომის შესახებ განაცხადა

© photo : Facebook / Screenshot / Nikol Pashinyan / Նիկոլ Փաշինյան ნიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2021
გამოწერა
სომხეთში ვადამდელი არჩევნები 2021 წლის 20 ივნისისთვის არის დაგეგმილი, პრემიერი მანამდე უნდა გადადგეს

თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გადადგა, იუწყება Sputnik-სომხეთი.

მოქმედი კონსტიტუციით, ვადამდელი არჩევნების ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრემიერი გადადგება, ხოლო პარლამენტი ორჯერ ვერ აირჩევს ახალ პრემიერს.

„საკონსტიტუციო დებულებების რეალიზაციისა და პარლამენტის დათხოვნის მიზნით მე დღეს თანამდებობას ვტოვებ“, - განაცხადა ფაშინიანმა ხალხისადმი მიმართვაში.

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2021
აშშ-ის პრეზიდენტმა სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა

ამასთან ფაშინიანი მოვალეობების შესრულებას უკვე მთავრობის მეთაურის მოვალეობების დროებითი შემსრულებლის პოსტზე განაგრძობს.

„მე შემეძლო სხვა დღეს გადადგომა, მაგრამ მე თანამდებობას ვტოვებ სწორედ მოქალაქის დღეს. ეს არის იმის სიმბოლო, რომ ჩვენ მოქალაქისგან ნაბოძებ ძალაუფლებას ისევ მას ვუბრუნებთ, რათა მან თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების შედეგად ძალაუფლების შემდგომი ბედი განსაზღვროს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მან აღნიშნა, რომ ვადამდელი არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან სომხეთმა 2020 წელს ურთულესი განსაცდელი გამოიარა, რომელსაც შეფასება მისცეს პოლიტიკოსებმა, მსოფლიო კულტურის წარმომადგენლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა, მაგრამ თავად ხალხმა არა. ფაშინიანისთვის არჩევნები არის საშუალება ხალხისთვის, გამოთქვას თავისი აზრი მომხდარ მოვლენებზე, მისცეს მას შეფასება და თავისი შემდგომი ბედი განსაზღვროს.

მან განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობით პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, თავად კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება.

შეგახსენებთ, 18 მარტს ფაშინიანმა განაცხადა, რომ 20 ივნისს სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ეროვნულმა კრებამ უკვე დაამტკიცა საარჩვენო კოდექსის ცვლილებები, რომელთა თანახმად საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0