20:44 05 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6780
  • 100 RUB4.2550
  • USD3.1022
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
78 0 0

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ეროვნულ კრებაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების მიზნით თანამდებობას დატოვებს

თბილისი, 28 მარტი – Sputnik. სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი აპრილში გადადგება, განაცხადა სომხეთის მთავრობის მეთაურმა კვირას არმავირის ოლქის სოფელ არაგაცის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, იუწყება Sputnik-სომხეთი.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის მოვალეობებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე შეასრულებს.

„აპრილში გადავდგები. მაგრამ არა იმიტომ, რომ ხელისუფლებიდან წავიდე, არამედ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად. გავაგრძელებ პრემიერის მოვალეობების შესრულებას“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, თუ მოქალაქეები დაუდასტურებენ მას ნდობის მანდატს, ის და მისი გუნდი ხალხისთვის მუშაობას კიდევ უფრო მეტი ეფექტიანობით გააგრძელებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მორჩილად გადასცემს ძალაუფლებას მას, ვისაც ხალხი აირჩევს.

შეგახსენებთ, 18 მარტს ფაშინიანმა განაცხადა, რომ 20 ივნისს სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. პრემიერი ამ განცხადებით გამოვიდა პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერთან, გაგიკ ცარუკიანთან შეხვედრის შემდეგ. გარდა ამისა, ფაშინიანმა გამართა კონსულტაციები „ნათელი სომხეთის“ ლიდერთან, ედმონ მარუკიანთან.

ამ განცხადების შემდეგ მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არჩევნებზე სურთ ჰქონდეთ ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელსაც საფუძვლად პროპორციული საარჩევნო სისტემა უდევს. ახლა პროექტი გადაგზავნილია ვენეციის კომისიაში საექსპერტო დასკვნის მისაღებად. კომისია მას სასწრაფო წესით განიხილავს.

მთავარი თემები