აზერბაიჯანში ინფიცირებულთა რაოდენობამ 240 ათასს გადააჭარბა

© photo : The State Customs Committee of ARმედიკოსები
მედიკოსები - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
გამოწერა
გასული წლიდან მოყოლებული, ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად 2.710.126 ტესტი ჩატარდა, აქედან 8.945 გასულ დღე-ღამეში.

თბილისი, 15 მარტი – Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 603 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 234-მა ადამიანმა კი ვირუსი დაამარცხა, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.  

ოფიციალური მონაცემების თანახმად, ინფექციისთვის დამახასიათებელი გართულებების გამო გარდაიცვალა 6 პაციენტი.

მთლიანობაში აზერბაიჯანში 18 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 453,6 ათას ადამიანს ჩაუტარდა.

2020 წლის თებერვლის ბოლოდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 240.295-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 230.960 ადამიანი, კლინიკებში გარდაიცვალა 3.282 პაციენტი.

განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობის კურსს 6.053 ადამიანი გადის.

აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად 2.710.126 ტესტი ჩატარდა, აქედან 8.945 გასულ დღე-ღამეში.

ყველა ახალი ამბავი
0