13:26 15 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1177
  • 100 RUB4.5431
  • USD3.4432
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
182 0 0

ოპოზიციურმა მოძრაობამ მოუწოდა მოქალაქეებს არ წამოეგონ პროვოკაციებს, ხოლო პოლიციას - სიტუაცია აკონტროლოს

თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. ერევანში საპროტესტო აქცია, რომელსაც მართავს ოპოზიციური „მოძრაობა სამშობლოს გადასარჩენად“, ჰიმნით და წუთიერი დუმილით დაიწყო, იუწყება Sputnik-სომხეთი.

მომიტინგეებმა ეროვნული ასამბლეის პერიმეტრზე ბაგრამიანის გამზირის გასწვრივ არსებული მონაკვეთი დაიკავეს. იქვე მოწყობილია სცენა, საიდანაც ოპოზიციის ლიდერები შეკრებულებს სიტყვით მიმართავენ.

შეკრებილები ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ, ხოლო პრეზიდენტ არმენ სარქისიანს მოუწოდებენ, არ მოაწეროს ხელი პრემიერის გადაწყვეტილებას გენშტაბის უფროსის გადადგომის თაობაზე.

როგორც РИА Новости-ს კორესპონდენტი იუწყება, აქციაზე დაახლოებით 10 ათასი ადამიანია შეკრებილი. მომიტინგეებს ჩაის და ფუნთუშებს ურიგებენ.

აქციის სიახლოვეს მობილიზებულია პოლიციის დიდი ძალები. ძალოვანებმა გადაკეტეს გამზირზე გასასვლელი და პარლამენტის პერიმეტრს აკონტროლებენ.

სომხეთში მორიგი პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც სარქისიანმა ფაშინიანის წარდგინებით გენშტაბის უფროსის პირველი მოადგილე ტიგრან ხაჩატრიანი გადააყენა. გენერალმა, მედიის მონაცემებით, „ისკანდერის“ კომპლექსებთან დაკავშირებით მთავრობის მეთაურის განცხადება გაამასხარავა.

ჯარმა კი თავად ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა. პრემიერმა მომხდარს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უწოდა და გენშტაბის უფროსის, ონიკ გასპარიანის გადადგომა დააპირა.

კანონით, უმაღლესი სამეთაურო შემადგენლობის წარმომადგენლის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. ამასთან მას შეუძლია ეს დადგენილება თავისი არგუმენტებით მთავრობის მეთაურს სამ დღეში დაუბრუნოს. ეს ვადა 27 თებერვალს იწურება. სარქისიანს ჯერჯერობით ეს გადაწყვეტილება არ მიუღია.

იმ შემთხვევაში, თუ პრემიერი არ დათანხმება პრეზიდენტის არგუმენტებს, სახელმწიფოს მეთაურმა ან ოფიცრის გადადგომის შესახებ ოქმს უნდა მოაწეროს ხელი, ან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. თუ პრეზიდენტი არ გააკეთებს ამას, დოკუმენტი ძალაში ავტომატურად შევა.

ფაშინიანის პოპულარობამ ძალიან დაიკლო ყარაბაღთან დაკავშირებული შეთანხმების ხელმოწერის გამო. შეთანხმების მიხედვით, სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა კონტროლი ქელბაჯარის, ლაჩინის და აღდამის რაიონებზე.

მთავარი თემები