05:00 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
147 0 0

ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგას უსურვა წარმატება „ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე“

თბილისი, 24 თებერვალი - Spurnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, ნათქვამია სომხეთის პრემიერის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ფაშინიანმა ღარიბაშვილს უსურვა წარმატება „ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე საქართველოს და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“.

„სომხეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო მეგობრობა ეყრდნობა ჩვენს ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს, ღრმა პატივისცემას და ნდობას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობები გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას ერთობლივი პროგრამების განსახორციელებლად, სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით და ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია ფაშინიანის გზავნილში.

ორშაბათს საქართველოს პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით განახლებულ მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. მხარეები სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.

მთავარი თემები