ფაშინიანმა ყარაბაღში სომხეთის პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა

© AFP 2024 / press-service of Armenia's governmentნიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთი მიმართულება სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და ეკონომიკური კავშირების განბლოკვაა, განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევნის პრიორიტეტად აზერბაიჯანულ მხარესთან ტყვეთა გაცვლა და მთიან ყარაბაღში რეგიონული სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვა დაასახელა, იუწყება РИА Новости

რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში - Sputnik საქართველო
მოსაზრება: ყარაბაღული შედეგი ბაქოსთვის – გამარჯვება და ახალი პრობლემები

პრემიერმა საკუთარ Facebook-გვერდზე აღნიშნული დოკუმენტის რეალიზების ორი პრიორიტეტული მიმართულება დაასახელა.

„პირველი – განცხადების მერვე პუნქტის დასრულება, რომლის თანახმად უნდა მოხდეს სრულფასოვანი გაცვლა ტყვეების, მძევლებისა და გარდაცვლილთა ცხედრების. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია საომარი მოქმედებების ზონაში მასშტაბური სამძებრო–სამაშველო სამუშაოების ჩატარება“, – დაწერა ფაშინიანმა Facebook-ზე.

მისი თქმით, მეორე მიმართულება „რეგიონული ეკონომიკური და სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვაა“.

„კვლავ მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ სამმხრივ განცხადებაში არ არის ტერმინი „დერეფანი“, რომელიც ეხება ქალაქ მეგრის ან სომხეთის სხვა ტერიტორიას. სომხეთიდან რუსეთში და აზერბაიჯანიდან ნახჭევანში ტვირთების გადაზიდვის მარშრუტების შერჩევა ცალკე განხილვების თემას წარმოადგენს. მათი პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი პირობა ტყვეების, მძევლებისა და გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლა, ასევე სამძებრო–სამაშველო სამუშაოების ეფექტურობის გაზრდა და მისი მასშტაბების გაფართოებაა“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მოსაზრება: რატომ გამოჩნდნენ სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე რუსი მესაზღვრეები>>>

სექტემბრის ბოლოს მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, რომელშიც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დაადანაშაულეს. რუსეთის შუამავლობით ქვეყნები 2020 წლის 10 ნოემბრიდან სამხედრო მოქმედებების სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებულ პოზიციებზე დარჩნენ, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე კი რუსი სამშვიდობოები შევიდნენ, რომლებიც მხარეთა გამყოფი ხაზისა და ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ განლაგდნენ. გარდა ამისა, სომხეთი რამდენიმე რაიონის დათმობაზე დათანხმდა.

ყველა ახალი ამბავი
0