15:13 28 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9982
  • 100 RUB4.3752
  • USD3.2969
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
586 0 0

ქვეყნის შემდგომი ბედი თავისუფალი გამოხატვის გზით ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

 

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. სომხეთის პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 2021 წელს  ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკურ ძალებს კონსულტაციისთვის იწვევს, იუწყება „Sputnik–სომხეთი“

მისი თქმით, უკვე ნათელია, რომ პრემიერის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციის მიერ მართულმა პროცესმა ხალხის მხარდაჭერა ვერ მიიღო. ოპოზიციას ჰქონდა ყველა შესაძლებლობა, თავისი მოთხოვნის გარშემო ხალხის მხარდაჭერა მოეხდინა –  იგი ფლობს უზარმაზარ ფინანსურ, მედია და ორგანიზაციულ რესურსებს, იგი მართავდა მიტინგებს, მაგრამ მან არამარტო ვერ უზრუნველყო ხალხის მხარდაჭერა თავისი მოთხოვნების გარშემო, არამედ მისი მხარდამჭერების რაოდენობა შეამცირა. 

 „ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ ძალაუფლება შევინარჩუნეთ უხეში ძალის გამოყენებით. პირიქით, ჩვენ გვადანაშაულებენ, რომ ზედმეტად რბილად ვიქცევით. ამასთან, ეს ყველაფერი არანაირად არ ცვლის ჩემი პოლიტიკურ გუნდის და ჩემს პირად ვალდებულებას, ხალხის წინაშე“, - აცხადებს ფაშინიანი“, – დაწერა ფაშინიანმა საკუთარ Facebook–გვერდზე. 

ქვეყნის შემდგომი ბედი თავისუფლების გამოხატვის გზით ახლა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. და იგი, როგორც პრემიერი, საკუთარ თავს ამ თავისუფლების გამოხატვის გარანტორად მიიჩნევს. ფაშინიანი მზადაა პრემიერ-მინისტრის პოსტი მხოლოდ ხალხის მოთხოვნის შემთხვევაში დატოვოს.

ამის გარკვევის ერთადერთ გზად კი რიგგარეშე არჩევნები მიაჩნია.

ამასთან, გიგი მზადაა ხალხის მხრიდან ნდობის დადასტურების შემთხვევაში მომავალშიც უხელმძღვანელოს სახელმწიფოს რთულ პერიოდში.

ყველა ამ კითხვაზე პასუხის მისაღების  ერთადერთი გზა  რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფაშინიანი საპარლამენტო და დაინტერესებულ არასაპარლამენტო ძალებს იწვევს კონსულტაციებზე 2021 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე.

შეგახსენებთ, სომხეთში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ  ფაშინიანის გადადგომას ოპოზიციური ძალები და მათი მომხრეები მას შემდეგ მოითხოვენ, რაც პრემიერმა მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით სამმხრივ განცხადებას მოაწერა ხელი – ისინი ფაშინიანს ეროვნული ინტერესების ღალატში ადანაშაულებენ.

მთავარი თემები