22:44 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (155)
64 0 0

შეთანხმება ტყვეთა გაცვლის შესახებ პრინციპით „ყველა - ყველაზე“ მიღწეულია საერთაშორისო ორგანიზაციების და რუსული სამშვიდობო ძალების სარდლობის მონაწილეობით

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 14 დეკემბერს ტყვეთა და მძევალთა გაცვლა დაიწყო - პროცესი ხორციელდება პრინციპით „ყველა - ყველაზე“ რუსული სამშვიდობო ძალების მონაწილეობით, წერს РИА Новости სამხედრო ტყვეების, მძევლების და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საქმეების აზერბაიჯანის სახელმწიფო კომისიაზე დაყრდნობით.

„მოლაპარაკებების შედეგად, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების და რუსული სამშვიდობო ძალების სარდლობის მონაწილეობით ჩატარდა, სომხურ მხარესთან მიღწეულია შეთანხმება ტყვეთა და დაკავებულ პირთა გაცვლის თაობაზე პრინციპით „ყველა ყველაზე“, და მიმდინარე წლის 14 დეკემბერს აღნიშნული პროცესი დაიწყო“, - ნათქვამია განცხადებაში.

სექტემბრის ბოლოს მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, რომელშიც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დაადანაშაულეს. რუსეთის შუამავლობით ქვეყნები 2020 წლის 10 ნოემბრიდან სამხედრო მოქმედებების სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოები შედიან. ისინი მხარეთა გამყოფი ხაზისა და ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ ლაგდებიან. გარდა ამისა, სომხეთი რამდენიმე რაიონის დათმობაზე დათანხმდა.

ერდოღანი სამხრეთ კავკასიაში „ექვსეულის პლატფორმის“ შექმნაზე საუბრობს >>

ერთი თვის შემდეგ, 11 დეკემბერს აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემთხვევა დაფიქსირდა. თავის მხრივ, რუსეთმა კონფლიქტის მხარეებს ყარაბაღში ზავის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა.

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (155)

მთავარი თემები