21:20 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1300)
143 0 0

მიუხედავად იმისა, რომ ექსპრეს-ტესტები მთელს მსოფლიოში გამოიყენება, ისინი PCR-ტესტებთან შედარებით ნაკლებად ზუსტია

თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. აზერბაიჯანში უარი თქვეს კორონავირუსის გამოსავლენ ექსპრეს-ტესტებზე უარი თქვეს, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი სამედიცინო ტერიტორიული ქვედანაყოფების მართვის გაერთიანებაზე (TƏBİB) დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ექსპრეს-ტესტები მთელს მსოფლიოში გამოიყენება, ისინი PCR-ტესტებთან შედარებით ნაკლებად ზუსტია.

როგორც TƏBİB აღნიშნავს, აზერბაიჯანმა ან ტესტების კვლევა ჩაატარა, რა დროსაც დადგინდა, რომ დაბალი ვირუსული დატვირთვის მქონე პირებში, ახლადინფიცირებულ ან გამოჯანმრთელების სტადიაზე მყოფ ადამიანებში აღნიშნული ტესტის შედეგი ნეგატიური შეიძლება აღმოჩნდეს. ხოლო აქტიურ ავადმყოფების, მაღალი ცხელებით პაციენტების შედეგი დადებითი შეიძლება იყოს.

„ამ მიზეზის გამო უარი ვთქვით მათ გამოყენებაზე. ამიერიდან ჩვენს ქვეყანაში დამადასტურებელი ტესტის სახით მიღებულია PCR-ტესტები, რომლებიც ჯანმომ კორონავირუსის გამოსავლენად უმაღლესი ხარისხის ტესტად შეაფასა“, - ნათქვამია TƏBİB-ის განცხადებაში.

ამასთან, სახლის პირობებში ექსპრეს-ტესტების გამოყენება დაშვებულია. „ეს პირადი არჩევანის საკითხია. მთლიანობაში ასეთი ექსპრეს-ტესტების გამოყენება ბევრი დაავადების დროს არის შესაძლებელი“.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 4 451 შემთხვევა გამოვლინდა (ერთი დღით ადრე - 4268). ამავე დროს გამოჯანმრთელდა 4283 პაციენტი (წინა დღეს - 4085).

თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების სულ 175 874 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 111 918 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1922 პაციენტი გარდაიცვალა.

განსაკუთრებული რეჟიმის კლინიკებში მკურნალობას კორონავირუსით ინფიცირებული 62 034 ადამიანი აგრძელებს.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1300)

მთავარი თემები