12:29 28 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9982
  • 100 RUB4.3752
  • USD3.2969
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
1087 0 0

აზერბაიჯანულმა კომპანია Baku Steel-მა, გარდა იმისა, რომ სამედიცინო ჟანგბადი სრულიად უანგაროდ გადმოსცა ქვეყანას, ასევე თავის თავზე აიღო მისი ტრანსპორტირების ხარჯები.

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. აზერბაიჯანი საქართველოს 100 ტონა თხევად სამედიცინო ჟანგბადს უსასყიდლოდ გადმოსცემს, იუწყება საქართველოს საელჩო აზერბაიჯანში.

კოვიდ-სასტუმროებს ჟანგბადის კონცენტრატორები გადაეცათ>>

„საქართველოს საელჩომ აზერბაიჯანში განახორციელა შესაბამისი სამუშაოები და ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების დახმარებით ოპერატიულ რეჟიმში მოხერხდა შესაბამისი რაოდენობის თხევადი სამედიცინო ჟანგბადის მარაგების მოძიება“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საელჩო მადლობას უხდის აზერბაიჯანულ კომპანია Baku Steel-ს, რომელმაც უანგაროდ გამოყო საჭირო რაოდენობის სამედიცინო ჟანგბადი. ეს კომპანია ასევე საკუთარ თავზე აიღებს ტვირთის ტრანსპორტირების ყველა ხარჯს.

უფრო ადრე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჟანგბადთან დაკავშირებული პრობლემა ამოწურულია და ქვეყანა უახლოეს ხანში მიიღებს ჟანგბადის კონცენტრატორებს.

ჟანგბადის კონცენტრატორი არის აპარატი, რომელიც ატმოსფეროდან ჟანგბადის მოლეკულებს გამოყოფს, ახდენს მის კონცენტრაციას და ნაკადის სახით სუფთა ჟანგბადს აწვდის. მას იყენებენ ჟანგბადის თერაპიის დროს, როდესაც პაციენტს ჟანგბადი მაღალი კონცენტრაციით მიეწოდება.

ტიკარაძის თქმით, ჟანგბადის კონცენტრატორი უკვე დამონტაჟებულია რუხის კლინიკაში. მას ასევე დააყენებენ ბათუმისა და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოებში.

რაც შეეხება დანარჩენ კლინიკებს, ისინი ჟანგბადის კონცენტრატორებს აუცილებლობის შემთხვევაში მიიღებენ.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები