სომხეთ-საქართველოს საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი მუშაობას განაახლებს

© photo: Sputnik / Aram Nersesyanსომხეთ-საქართველოს საზღვარი
სომხეთ-საქართველოს საზღვარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სომხეთის საელჩო აფრთხილებს სატვირთო გადამზიდავებს ორი ქვეყნის საზღვარზე მეორე საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნის შესახებ

თბილისი, 29 ნოემბერი - Sputnik. სომხეთ-საქართველოს საზღვარზე 1 დეკემბრიდან სატვირთო ავტომობილებისთვის ბაგრატაშენ-სადახლოს და გოგავან-გუგუთის საკონტროლო-გამშვები პუნქტები გაიხსნება, იუწყება Sputnik სომხეთი.

საქართველოში სომხეთის საელჩოს განცხადებით, ბავრა-ნინოწმინდის საკონტროლო გამშვები პუნქტი მუშაობას 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს.

საქართველოსა და სომხეთს შორის სამგზავრო მიმოსვლა მიმდინარე წლის 13 მარტიდან არის შეჩერებული. მაშინ ორივე ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად და მასთან ბრძოლის მიზნით საგანგებო მდგომარეობა დაწესდა.

ბაგრატაშენი-სადახლოს საკონტროლო-გამშვები პუნქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების დაწყების გამო 28 სექტემბერს დაიკეტა. ბაგრატაშენიდან ერევნისკენ მიმავალი საერთაშორისო მნიშვნელობის ტრასის ცალკეული მონაკვეთები აზერბაიჯანის საზღვართან გადის.

სომხეთის ხელისუფლება სატვირთო მანქანების მძღოლებს მოუწოდებდა, ქვეყანაში შედარებით უსაფრთხო მარშრუტით შესულიყვნენ. სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი მოელაპარაკა კოლეგებს საქართველოში, რომ სომხეთისკენ მიმავალი სატვირთო მანქანები ბავრას მიმართულებით გაემგზავრონ.

ყველა ახალი ამბავი
0