მთიან ყარაბაღში რუსი ოფიცერი ნაღმზე აფეთქდა

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის ნაღმსაწინააღმდეგო ცენტრის სპეციალისტები
რუსეთის ნაღმსაწინააღმდეგო ცენტრის სპეციალისტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსი სამხედრო მოსამსახურე ბაქოს ჰოსპიტალშია გადაყვანილი, მას შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევენ

თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. მთიან ყარაბაღში ნაღმის აფეთქების შედეგად აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, სამშვიდობო ძალების რუსული კონტინგენტის ოფიცერი და ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ოთხი თანამშრომელი დაჭრილია, იუწყება РИА Новости რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

როგორც სამინისტროში იტყობინებიან, 23 ნოემბერს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების გაცვლის ერთობლივი ჯგუფი რუსი სამშვიდობოების, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების, მთიანი ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, ასევე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლების შემადგენლობით ტერტერის რაიონში დაღუპულთა სამძებრო სამუშაოებს აწარმოებდა.

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
პუტინი: ყარაბაღი - აზერბაიჯანია, მაგრამ „სომხეთი არავის არ მიუტოვებია“

„მადაგიზის დასახლებული პუნქტის რაიონში სამუშაოების წარმოებისას ნაღმი აფეთქდა. შედეგად სამშვიდობო ძალების რუსული კონტინგენტის ოფიცერი დაიჭრა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ერთი ოფიცერი დაიღუპა. მთიანი ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კიდევ ოთხი თანამშრომელი დაიჭრა. რუსი სამხედრო მოსამსახურე ბაქოს ჰოსპიტალშია გადაყვანილი, სადაც მას აუცილებელ სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ერთობლივი ჯგუფები, რომლებიც კონფლიქტში დაღუპულთა ცხედრების მოსაძებნად და გადასაცემად რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობის ინიციატივით შეიქმნა, კვირაზე მეტია ეფექტურად მუშაობენ. ყველა ნაპოვნი ცხედარი მხარეებს დასამარხად გადაეცემა.

ყველა ახალი ამბავი
0