თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რუსეთის უწყებათაშორისი დელეგაციის შემადგენლობაში ერევანში ჩავიდა, იუწყება Sputnik–სომხეთი.
უფრო ადრე ერევანში რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ჩავიდა. ის უკვე შეხვდა სომხეთის პრემიერ–მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.
რუსეთის დელეგაციაში, გარდა ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრებისა, შედიან მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი ოვერჩუკი, ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო, „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელი ანა პოპოვა, განუცხადეს ჟურნალისტებს დელეგაციაში.
Sputnik–სომხეთის წყაროები, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ ასევე მოსადოდნელია ვიცე–პრემიერ ალექსანდრ ნოვაკისა და რუსეთის მთავრობის სხვა წარმომადგენლების, მათ შორის, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელის, ევგენი ზინიჩევის ვიზიტი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გუშინ თათბირი გამართა ქვეყნის ძალოვანი ბლოკის, ფინანსთა, ენერგეტიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით. პუტინმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყარაბაღის მოსახლეობის ყოველმხრივი დახმარება. მან იმედი გამოთქვა, რომ კონსულტაციები ამ საკითხზე სომხურ მხარესთან სასარგებლო იქნება.