14:31 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (136)
13 0 0

რუსი მინისტრები ერევანში პუტინთან გამართული თათბირის შემდეგ გაემგზავრნენ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყარაბაღის მოსახლეობას ყოველმხრივი დახმარება უნდა გაეწიოს

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. ერევანში რუსეთის ფედერაციის უწყებათაშორისი დელეგაციის შემადგენლობაში რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ გაემგზავრა, იუწყება РИА Новости. 

როგორც მინისტრთა კაბინეტში განაცხადეს, უწყებათაშორისი დელეგაციის წევრები შაბათს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდებიან. სომხეთის პრემიერ-მინისტრის მდივანმა მანე გევორქიანმა განაცხადა, რომ შოიგუს და ფაშინიანის შეხვედრა უკვე დაიწყო.

პარასკევს პუტინმა გამართა თათბირი ძალოვანი ბლოკის, ფინანსთა, ენერგეტიკის და საგარეო საქმეთა მინისტრებთან, სადაც ყურადღება გაამახვილა ყარაბაღის მცხოვრებთა დახმარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები სომხურ მხარესთან სასარგებლო იქნება.

Sputnik-სომხეთის წყაროები იუწყებიან, რომ უკვე შაბათს ერევანში მოსალოდნელია საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ვიზიტიც, ასევე ელოდებიან ვიცე-პრემიერებს ალექსანდრ ნოვაკს, ალექსეი ოვერჩუკს და რუსეთის მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მინისტრ ევგენი ზინიჩევს.

რუსული დელეგაცია სომეხ პარტნიორებთან განიხილავს ყარაბაღში არსებულ სიტუაციას, მშვიდობისმყოფელთა განთავსების საკითხებს, რუსეთის მხრიდან ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას, ხელშეწყობას საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხაზით.

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (136)

მთავარი თემები