სომხეთში სამხედრო მდგომარეობის რეჟიმი მედიის მიმართ შეარბილეს

© photo: Sputnik / Andranik Ghazaryanგამვლელი ერევანში რესპუბლიკის მოედანზე
გამვლელი ერევანში რესპუბლიკის მოედანზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კერძოდ, შეჩერებულია იმ პუნქტის მოქმედება, რომლის თანახმად იკრძალებოდა იმგვარი გადაცემების ეთერში გასვლა, რომლებიც სამხედრო მდგომარეობის და სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით თანამდებობის პირთა საქმიანობას აკრიტიკებს

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. სომხეთში შეაჩერეს სიტყვისა და მედიის თავისუფლების კუთხით სამხედრო მდგომარეობის პირობებში შემოღებული შეზღუდვების მოქმედება, იუწყება РИА Новости საკონსტიტუციო სასამართლოზე დაყრდნობით.

სასამართლოში განმარტეს, რომ აკრძალვა დროებით მოხსნილია იმ გადაცემების გამოქვეყნებაზე, რომლებიც სომხეთის და ყარაბაღის თავდაცვით უნარიანობას ეჭვქვეშ აყენებს.

ოპოზიციის მიტინგი ერევანში - Sputnik საქართველო
ოპოზიციის ხედვა: როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება სომხეთში

აღნიშნული გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა დამცველის, არმან ტატოიანის მიმართვის საფუძველზეა მიღებული.

„შეჩერებულია ასევე იმ პუნქტის მოქმედება, რომლის თანახმად იკრძალება ისეთი გადაცემების ეთერში გასვლა, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ ან აუფასურებენ თანამდებობის პირთა, სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა საქმიანობას, რომელიც სამხედრო მდგომარეობის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველყოფაზეა მიმართული“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ერევანში ბოლო დღეებში ოპოზიცია მართავს საპროტესტო აქციებს ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, რადგან მან 10 ნოემბერს ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივ შეთანხმებას მოაწერა ხელი. დოკუმენტს ხელს აწერენ რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები. შეთანხმების თანახმად, სომხეთი და აზერბაიჯანი რჩებიან დაკავებულ პოზიციებზე, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე კი შედიან რუსი სამშვიდობოები. ისინი განთავსდებიან მხარეთა გამყოფ ზოლზე და დერეფნის გასწვრივ, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს. ბაქომ და ერევანმა ტყვეების გაცვლაზე მოილაპარაკეს. სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნოს ასევე ქელბაჯარის, ლაჩინისა და აღდამის რაიონები.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0