11:23 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
35 0 0

ფაშინიანმა თავად უნდა აღიაროს ბრალი და წავიდეს, მაგრამ ის ამაზე უარს ამბობს. რჩება ერთი გზა - პარლამენტმა მას უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადოს. ამის შემდეგ საჭირო იქნება სახალხო თანხმობის გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბება.

თბილისი, 16 ნოემბერი - Sputnik. სამშობლოს გადარჩენისკენ პირველი ნაბიჯი უნდა გახდეს ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა, განაცხადა ოპოზიციის მიტინგზე სომხეთის უმაღლესი ორგანოს დაშნაკცუთუნის წარმომადგენელმა იშხან საგატელიანმა, იუწყება Sputnik-სომხეთი.

ამისათვის ფაშინიანმა თავად უნდა აღიაროს ბრალი და წავიდეს (მაგრამ ამაზე პრემიერმა უარი თქვა), ან პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს მას უნდობლობის ვოტუმი და წინასწარ გააუქმოს სამხედრო მდგომარეობა (რომლის დროსაც პარლამენტს არა აქვს უფლება, გამოაცხადოს უნდობლობის ვოტუმი).

 „ჩვენ ხშირად გვეკითხებიან, რა იქნება ფაშინიანის წასვლის შემდეგ. ამის შემდეგ პარლამენტმა უნდა აირჩიოს ახალი პრემიერი, შემდეგ კი ჩამოაყალიბოს სახალხო თანხმობის დროებითი მთავრობა“, - დასძინა მან.

ახალმა მთავრობამ შეძლებისდაგვარად უნდა შეცვალოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადების ტექსტი და მოლაპარაკებებზე მინიმუმამდე შეამციროს დანაკარგი.

ამის შემდეგ საჭიროა სასწრაფო ნაბიჯების გადადგმა ქვეყანაში ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის გადასაწყვეტად.

დაბოლოს, შემჭიდროებულ ვადებში საჭიროა თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რომლის შედეგადაც ხალხი თავად აირჩევს ხელისუფლებას და ჩამოაყალიბებს ახალ მთავრობას.

სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა ფაშინიანზე თავდასხმის აღკვეთის შესახებ განაცხადა>>

ერევანში უკვე რამდენიმე დღეა ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით მიტინგები იმართება.

მთავარი თემები