ბაქოს დაქვემდებარებაში გადასული რაიონებიდან სახალხო ლაშქრის გაყვანა გრძელდება

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიმთიანი ყარაბაღი კონფლიქტის გამწვავების პერიოდში
მთიანი ყარაბაღი კონფლიქტის გამწვავების პერიოდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რთული ვითარების მიუხედავად, აღდამის, ქელბაჯარის და ლაჩინის რაიონებიდან მიმდინარეობს მთიანი ყარაბაღის სახალხო ლაშქრის ქვედანაყოფების გაყვანა

თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო მთიანი ყარაბაღის სახალხო ლაშქრის ქვედანაყოფების გაყვანა ნელა, თუმცა მაინც მიმდინარეობს, განუცხადა РИА Новости-ს სამშვიდობო ძალების შტაბში არსებულმა წყარომ.

რუსი სამშვიდობოების მეთაური მთიან ყარაბაღში არსებულ სიტუაციაზე - Sputnik საქართველო
რუსი სამშვიდობოების მეთაური მთიან ყარაბაღში არსებულ სიტუაციაზე

რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივი განცხადება მიიღეს. რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული დოკუმენტის თანახმად, ცეცხლის სრული შეწყვეტა იწყება 10 ნოემბერს, აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან, ასევე მათ სამხედრო ტყვეები უნდა გაცვალონ. გარდა ამისა, ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელები განთავსდებიან.

„საკმაოდ რთული მარტივი ვითარების მიუხედავად, აღდამის, ქელბაჯარის და ლაჩინის რაიონებიდან მიმდინარეობს მთიანი ყარაბაღის სახალხო ლაშქრის ქვედანაყოფების გაყვანა. რა თქმა უნდა, ახლა ის მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების და გზების ცალკეული მონაკვეთების განაღმვის გამო შენელდა. განსაკუთრებით ეს მთიან ტერიტორიას ეხება“, - განუცხადა წყარომ სააგენტოს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის უკიდურესად მძიმე იყო. თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დოკუმენტის ხელმოწერას სომხეთის კაპიტულაცია უწოდა. მისი თქმით, შეთანხმება მაქსიმალურად მომგებიანია ბაქოსთვის, ახლა სამხედრო ეტაპი დასრულებულია და შესაძლებელია პოლიტიკური საკითხებზე გადასვლა.

ყველა ახალი ამბავი
0