11:28 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (141)
137 0 0

იმ ტერიტორიების მოსახლეობა, რომლებიც სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე აზერბაიჯანს უნდა გადაეცეს, საცხოვრებლებს ტოვებს და სახლებს წვავს.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. მთიანი ყარაბაღის ქალაქ ქარვაჩარის სომხური მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებს წვავს და ისე ტოვებს ტერიტორიას, იუწყება „Sputnik–სომხეთი“.

სააგენტოს ცნობით, ადამიანებს მიაქვთ ყველაფერი, რისი წაღებაც შეუძლიათ: ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები, მიჰყავთ პირუტყვი. ზოგი მათგანი ფრაგმენტებად შლის მაღაზიებს, სახლებსა და ქვესადგურებსაც კი, ზოგი კი ცეცხლს უკიდებს საცხოვრებლებს.   

ქალაქი ქარვაჩარი იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც აზერბაიჯანის მფლობელობაში გადადის მოსკოვის, ბაქოსა და ერევნის მიერ ხელმოწერილი შეთანხმებით.

აღნიშნულ დოკუმენტს, რომელიც 10 ნოემბრის ღამის 00:00 საათიდან მთიან ყარაბაღში ცეცხლის სრულ შეწყვეტას ითვალისწინებდა, 9 ნოემბერს მოაწერეს ხელი აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა — ილჰამ ალიევმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმირ პუტინმა. დოკუმენტის თანახმად, ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განთავსდნენ, ხოლო აზერბაიჯანი და სომხეთი იმ მომენტისთვის დაკავებულ პოზიციებზე დარჩნენ.

ბაქოში შეთანხმება ერევნის კაპიტულაციად შეფასდა. პრეზიდენტმა ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიღებული დოკუმენტი აზერბაიჯანისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელია. ხოლო სომხეთში, სადაც შეთანხმება ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნიეს, საპროტესტო აქციები დაიწყო, რასაც ერევანში არეულობა და დემონსტრანტების დაპატიმრებები მოჰყვა.

 

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (141)

მთავარი თემები