20:18 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (138)
105 0 0

მანამდე ფაშინიანმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ მისთვის მთიან ყარაბაღში ბრძოლების შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელის მოწერა ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ყარაბაღის თაობაზე შეთანხმებას ხელი არმიის რეკომენდაციით მოეწერა, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ის პირდაპირ ეთერში ჩართვისას.

აღნიშნულის თაობაზე წერს „Sputnik–სომხეთი“. 

„არმია ამბობდა, რომ საჭიროა შეჩერება, იმიტომ რომ არის საკითხები, რომელთა გადაჭრის პერსპექტივები არ არსებობს, ან რესურსები ამოიწურა“, — განმარტა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ფაშინიანის თქმით, შეთანხმების შესახებ უფრო ადრე გამოცხადება არმიის ბრძოლისუნარიანობას დასცემდა.

„სამხედრო რესურსი ყველაფერში ეფექტური არ იყო. წინა ხაზზე მებრძოლებს ჩამნაცვლებლები არ ჰყავდათ. ვინც იბრძვის, დასვენების საშუალება უნდა ჰქონდეს. წინა ხაზზე იყვნენ ადამიანები, რომლების ერთი თვის განმავლობაში არავის შეუცვლია. შედეგად – სომხეთისა და არცახის რესპუბლიკების (ასე უწოდებენ სომხები მთიან ყარაბაღს) ხელმძღვანელობამ მიიღო ომის შეძლებისდაგვარად სწრაფად შეწყვეტის გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები იქნება განუზომლად მძიმე“, — აღნიშნა პრემიერმა.

მანამდე ფაშინიანმა სომხეთის მოსახლეობას ასევე „ფეისბუქის“ საშუალებით მიმართა და დაწერა, რომ მისთვის მთიან ყარაბაღში ბრძოლების შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელის მოწერა ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო.

სომხეთის მოსახლეობამ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაზე მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტისა და ტერიტორიის ჩაბარების თაობაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა.

მთავრობის სახლთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები შენობაში შეიჭრნენ, ფაშინიანის კაბინეტი დაარბიეს და სახელმწიფო სიმბოლიკა გაიტაცეს. ამის შემდეგ ისინი პარლამენტისკენ დაიძრნენ, სადაც ეროვნული კრების სპიკერი არარატ მირზოანი სცემეს. ამ დროისათვის აქციის მონაწილეებს დატოვებული აქვთ პარლამენტის სხდომათა დარბაზი, თუმცა დეპუტატებს ელოდებიან იმ იმედით, რომ ისინი ყარაბაღთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გააუქმებენ.

მანამდე, 9 ნოემბერს აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა — ილჰამ ალიევმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. განცხადების თანახმად, ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განთავსდებიან, აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე დარჩებიან და ამასთან ტყვეთა გაცვლას დაიწყებენ.

 

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (138)

მთავარი თემები