09:03 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8067
  • 100 RUB4.1413
  • USD3.2222
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (90)
95 0 0

ამ დროისათვის სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში იმყოფებიან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მსჯელობენ მთიანი ყარაბაღის საკითხზე

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. თუ საერთაშორისო თანამეგობრობა ანკარის ექსპანსიონიზმს არ შეაჩერებს, თურქებს მალე ვენაში ვიხილავთ, როგორც ეს რამდენიმე საუკუნის წინ იყო, განაცხადა სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა იტალიურ გამოცემა La Republica-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ერევანი და სტეპანაკერტი თურქული ექსპანსიის გზაზე ბოლო მიჯნებია.

„სომხეთი და მთიანი ყარაბაღი ბოლო მიჯნებია ანკარის ექსპანსიონიზმის გზაზე და თუ საერთაშორისო თანამეგობრობა სასწრაფოდ არ ჩაერევა, მალე თურქებს ვენის კარიბჭესთან იხილავენ, როგორც ეს XVII საუკუნეში მოხდა“, — თქვა ფაშინიანმა.

უცხოურ მედიასაშუალებებს ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც. ტელეარხ CNN–თან საუბრისას მან კიდევ ერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება ეუთოს მინსკის ჯგუფის მუშაობით, რამაც „არაფერი მოიტანა“.

„28 წელია, საერთაშორისო შუამავლობა გვაქვს. ეუთოს მინსკის ჯგუფი 1992 წლიდან, უკვე 28 წელია, ფაქტობრივად პასიურ მოღვაწეობას ეწევა. ამ შუამავლობამ არაფერი მოიტანა. ამ შუამავლობას ის მოჰყვა, რაც დრეს ხდება. ეს შუამავლობა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ სომხეთს ის ტერიტორიები დაეტოვებინა, რომლებიც მას არ ეკუთვნის“, — აღნიშნა ალიევმა.

მანამდე აზერბაიჯანის ლიდერმა ხალხისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში სტატუს–კვო გააუქმა.

ამ დროისათვის სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში იმყოფებიან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მსჯელობენ მთიანი ყარაბაღის საკითხზე. მოლაპარაკებები უკვე სამ საათზე მეტია, გრძელდება. წინასწარი ვარაუდით, მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმება დღეს გვიან ან 10 ოქტომბრის დილით გაფორმდება

 

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (90)

მთავარი თემები