00:23 30 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7913
  • 100 RUB4.0794
  • USD3.2338
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (97)
129 0 0

ამ დროისათვის სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით მოსკოვში მოლაპარაკებებს მართავენ.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. სტატუს-კვო მთიან ყარაბაღში აღარ არსებობს, ბაქომ ის გააუქმა, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

„მე შევცვალე სტატუს-კვო, იქ, ბრძოლის ველზე. სტატუს-კვო აღარ არსებობს!“ — თქვა ალიევმა ერისადმი მიმართვაში.

ალიევის თქმით, ერევანმა უნდა შეასრულოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები ყარაბაღის შესახებ.

„ჩვენ ბევრჯერ ვთქვით, რომ [სომხეთისთვის] ხსნის გზა — ეს ჯარების გაყვანაა. შეასრულეთ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, ჩვენ არ შევურიგდებით ოკუპაციას. მე არაერთხელ ვთქვი ეს“, — განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ თუ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში მოლაპარაკებებზე იტყვის, რომ ყარაბაღი სომხეთია, მაშინ მოლაპარაკებებზე საუბარიც ვერ იქნება.

ამ დროისათვის სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით მოსკოვში მოლაპარაკებებს მართავენ.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებები. მსხვერპლი არის ორივე მხარეს.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

 

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (97)

მთავარი თემები