12:24 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (96)
64 0 0

ალიევის თქმით, აზერბაიჯანი თავად გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც 28 წლის განმავლობაში ვერ შეძლო საერთაშორისო თანამეგობრობამ

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხი სამხედრო გზით არ გადაიჭრება, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ტელეარხ „ალ–არაბიასთან“ ინტერვიუში, რომლის ტექსტიც პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული.

„ხშირად მესმის, რომ კონფლიქტს არ აქვს სამხედრო მოგვარების გზა. <…> მე ამას არ ვეთანხმები“, — თქვა ალიევმა.

აზერბაიჯანის ლიდერის განცხადებით, მოლაპარაკებების 28 წლის განმავლობაში საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ შეძლო პოლიტიკურად დაერეგულირებინა ვითარება მთიან ყარაბაღში.

„თუ საერთაშორისო თანამეგობრობას არ შეუძლია საერთაშორისო რეზოლუციების შესრულების უზრუნველყოფა, აზერბაიჯანი ამას თავად გააკეთებს“, — თქვა ილჰამ ალიევმა.

მანამდე მან სომხეთის პრემიერ–მინისტრი ნიკოლა ფაშინიანი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლაში დაადანაშაულა „გამოუცდელობისა და პოლიტიკაში გაუცნობიერებლობის გამო“.

აზერბაიჯანის ლიდერის აზრით, მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავებაში ბრალი „სომხეთის ხელისუფლებასა და რიგ ქვეყნებს მიუძღვით, რომლებსაც ოკუპაციისა და სტატუს–კვოს შენარჩუნება სურთ“.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებები. არის მსხვერპლი ორივე მხარეს.

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (96)

მთავარი თემები