უცხოელი ჟურნალისტების უმეტესმა ნაწილმა სტეფანაკერტი დატოვა: ქალაქის დაცხრილვის ვიდეო

© REUTERS / STRINGERვითარება სტეპანაკერტში
ვითარება სტეპანაკერტში  - Sputnik საქართველო
გამოწერა
შაბათ–კვირას სტეფანაკერტზე საარტილერიო და ავიაშეტევა განხორციელდა, რის შედეგადაც არაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკის დედაქალაქში საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები დაზიანდა.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დედაქალაქი სტეფანაკერტი უცხოელი ჟურნალისტების უმეტესმა ნაწილმა დატოვა მას შემდეგ, რაც ქალაქს ცეცხლი გაუხსნეს, იუწყება РИА Новости საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, გადამღები ჯგუფების დიდი ნაწილი სტეფანაკერტიდან ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიწოდებული ავტობუსებითა და ტაქსებით გავიდა. ამ დროისათვის უცხოური პრესის წარმომადგენლები არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის საზღვართან მდაბარე ქალაქ გორისში იმყოფებიან, სადაც სომხეთის ხელისუფლება პრეს-ცენტრის ორგანიზებას აპირებს.

ამასთან სტეფანაკერტში კვლავ რჩება ჟურნალისტების ნაწილი, რომლებიც პრაქტიკულად არსად გადიან ქალაქიდან და მხოლოდ იქ მიმდინარე მოვლენებს აფიქსირებენ. მათი უმრავლესობა სომეხი ჟურნალისტია, თუმცა არიან რუსი, ფრანგი, ესპანელი და ესტონელი კორესპონდენტებიც.  

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
ლავროვი: რუსეთი მზადაა დასახმარებლად ყარაბაღის საკითხში

შაბათ–კვირას სტეპანაკერტს არტილერიითა და ავიაციით შეუტიეს, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, „ყარაბაღ–ტელეკომის“, ელექტროქვესადგურისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შენობები. ქალაქის ნაწილს არ მიეწოდება ინტერნეტი, დაიკეტა მაღაზიებისა და კაფეების დიდი ნაწილი.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებები. არის მსხვერპლი ორივე მხარეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0