16:33 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (134)
105 0 0

პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თქმით, ბაქო ვერ დაელოდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას კიდევ 30 წელი

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა Al Jazeera–სთან ინტერვიუში განმარტა, რა შემთხვევაში წავა ბაქო მთიანი ყარაბაღის საკითხში შერიგებაზე, იუწყება რადიო Sputnik-ი. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სომხეთის ჯარები არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიიდან გავლენ.

„პირობა ასეთი უნდა იყოს: [სომხური ძალები] ყველა ტერიტორიიდან უნდა გავიდნენ. დაე, დაიწყონ ჯარების გაყვანა და წარმოგვიდგინონ გასვლის გრაფიკი, აიღონ შუამავლების წინაშე დამტკიცებული სერიოზული ვალდებულებები“, — განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, ბაქოს „არ შეუძლია კიდევ 30 წელი ლოდინი“ და განზრახული აქვს, უახლოეს მომავალში „დაარეგულიროს კონფლიქტი“.

ამასთან აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის დასახლებული პუნქტების არტილერიიდან ინტენსიური დაცხრილვის გამო, რაც შესაძლოა სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ყოფილიყო განხორციელებული, დაიღუპა  19  და დაიჭრა 60–ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. გარდა ამისა, დაინგრა ასამდე სახლი.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (134)

მთავარი თემები