05:43 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (90)
161 0 0

მთიან ყარაბაღში დაპირისპირებული მხარეები ღამის ბრძოლების თაობაზე განცხადებებს ავრცელებენ და მოწინააღმდეგის დანაკარგებზე საუბრობენ.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო უწყებებმა ღამით ჩატარებული ოპერაციებისა და დანაკარგების თაობაზე განცხადებები გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ მთიან ყარაბაღში ბრძოლები გრძელდება, უფრო მეტიც, სხვადასხვა ფრონტებზე ძლიერდება კიდეც.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ოვანესიანმა Facebook-ზე დაწერა, რომ აზერბაიჯანის არმია ახალი მასშტაბური შეტევისთვის ემზადება ყარაბაღის რაიონში, რაზეც, მისი აზრით, მიანიშნებს აზერბაიჯანის პოზიციებზე მიმდინარე გაძლიერებული საარტილერიო სამზადისი.

სოციალურ ქსელებში ერთგვარ განმარტებას იძლევა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანი შუშან სტეპანიანიც, რომელმაც Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაადასტურა აზერბაიჯანის გაძლიერებული საარტილერიო სამზადისი და აღნიშნა, რომ სომხურმა ძალებმა არაერთი შეტევაც მოიგერიეს და მოწინააღმდეგეს ახალი ჯავშანტექნიკაც გაუნადგურეს.

ყარაბაღში სასტიკი ბრძოლების გაგრძელებას ადასტურებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროშიც, თუმცა ფრონტზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით სულ სხვა მონაცემები მოჰყავთ.  

კერძოდ, ბაქოს განცხადებით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა 29 სექტემბრის ღამით კონტრშეტევის განხორციელება სცადა ფიზული–ჯებრაილისა და აგდერე–ტერტერის მიმართულებებით, რა დროსაც სომხური ჯავშანტექნიკა და საარტილერიო ბატარეა აზერბაიჯანული საავიაციო საშუალებებით გაანადგურეს.

„მოწინააღმდეგის ერთი ტანკი, ერთი ავტომობილი და 10 სამხედრო, რომლებიც დილის საათებში ფრონტის ფიზული–ჯაბრაილის მიმართულებით წინ წაწევას ცდილობდნენ, საარტილერიო ცეცხლით განადგურდა“, — აღნიშნავენ აზერბაიჯანის სამხედრო უწყებაში.

ამასთან, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ აზიზ-ოღლი ბაირამოვი განმარტავს, რომ მათი არმია ცეცხლს მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო ობიექტების მიმართულებით ხსნის და არა მშვიდობიანი მოსახლეობისა.

27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სიტუაცია მკვეთრად გამწვავდა, რაშიც ბაქო და ერევანი ერთმანეთს ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა და ამიტომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა წამოიწყო, ხოლო სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღზე „საჰაერო და სარაკეტო იერიში მიიტანა“.

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (90)

მთავარი თემები