02:34 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1142)
66 0 0

„ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან იმყოფებიან ისინი, ვინც რუსეთში უმუშევარი დარჩა და ახლა საქართველოს გავლით სომხეთში დაბრუნებას ცდილობს

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან იმყოფებიან სომხეთის მოქალაქეები, მათ შორის ქალები და ბავშვები, რომლებიც საქართველოს გავლით სახმელეთო გზით სომხეთში გამგზავრებას აპირებენ, იუწყება Sputnik -სომხეთი.

„საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან იმყოფება 21 ადამიანი. ისინი ჩამოვიდნენ რვა მანქანებით, რომლებიც დატვირთულია პირადი ნივთებით და მათ ეგონათ, რომ დღეიდან საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გადასვლა ნებადართულია“, - ამის შესახებ სააგენტოს რუსეთში სომხეთის საელჩოს ატაშემ საბაჟო საკითხებში არამ ტანანიანმა განუცხადა.

განმარტებითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მოქალაქეებმა დატოვეს საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორია, ამჟამად ისინი იმყოფებიან ლარსიდან 10 კილომეტრში, ჩმის დასახლებაში. ტანანიანმა აღნიშნა, რომ იქ არის პატარა მაღაზია და კვების ობიექტი, სადაც ხშირად ტრაილერების მძღოლები შედიან.

რუსეთ-საქართველოს საზღვართან ძირითადად თავი მოიყარეს იმ მოქალაქეებმა, რომლებიც რუსეთში უმუშევრები დარჩნენ და სამშობლოში დაბრუნება სურთ, მაგრამ ავიაბილეთების შესაძენად ფული არ აქვთ. ბევრს აქვს ვადაგასული პასპორტი, ავტომობილის დოკუმენტებიც არ აქვთ წესრიგში.

შეგახსენებთ, საქართველოში მარტიდან უცხოელების შემოსვლაზე აკრძალვა მოქმედებს. თუმცა აკრძალვა სატვირთო გადაზიდვებს არ ეხება.

„ყაზბეგი“ – „ზემო ლარსის“ სასაზღვრო გადასასვლელი ერთადერთი მოქმედი სახმელეთო გზაა, რომელიც სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ რესპუბლიკის მოქალაქეები სახმელეთო გზით საკუთარი ავტომობილებით სამშობლოში დაბრუნებას მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ შეძლებენ.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1142)

მთავარი თემები