08:47 13 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6237
  • 100 RUB4.2107
  • USD3.0785
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1075)
134 0 0

სომხეთის ხელისუფლება მოსახლეობას რეგულარულად მოუწოდებს, დაიცვას საშიში ინფექციის გავრცელების აღკვეთისთვის დაწესებული ნორმები

თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 37317-მდე გაიზარდა, იუწყება Sputnik-სომხეთი.

25 ივლისს 36 996 შემთხვევა ფიქსირდებოდა. ამგვარად, ერთ დღე-ღამეში 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საერთო ჯამში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით სომხეთში 705 ადამიანი გარდაიცვალა (გასულ დღე-ღამეში - 5). კორონავირუსის დიაგნოზის მქონე, თუმცა სხვა მიზეზებით გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 220–ია (გასულ დღე-ღამეში - არც ერთი).

კორონავირუსი 26 478-მა პაციენტმა დაამარცხა. მკურნალობის კურსს გადის 9 914 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად სულ ჩატარდა 157 152 ტესტი.

სომხეთში 16 მარტიდან 12 აგვისტომდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. აკრძალულია მიტინგები და თავყრილობები. პირბადის ტარება სავალდებულოა.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1075)

მთავარი თემები