მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

არასდროს არის ადგილზე: ალიევმა საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან მოხსნა

© photo: Sputnik / Murad Orujovელმარ მამედიაროვი
ელმარ მამედიაროვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ალიევმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თანამდებობიდან გაათავისუფლა საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“. 

ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანს მობეზრდა უაზრო მოლაპარაკებები: ალიევი შუამავლებს აფრთხილებს

შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა უკვე მოაწერა ხელი.

„გათავისუფლდეს თანამდებობიდან აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან ელმარ მამედიაროვი“, – ნათქვამია დოკუმენტში. 

მამედიაროვი, რომელიც საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობას 2004 წლიდან იკავებდა, ცოტა ხნის წინ გახდა პრეზიდენტის კრიტიკის ობიექტი. მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ალიევმა ყველას გასაგონად განაცხადა, რომ სომხეთთან საზღვარზე კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ მინისტრი ვერც ერთხელ ვერ იპოვა თავის სამუშაო ადგილზე.

პრეზიდენტ ალიევის განკარგულების თანახმად, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრად ჯეიჰუნ ბაირამოვი დაინიშნა, რომელსაც მანამდე განათლების მინისტრის პოსტი ეკავა.

 

ყველა ახალი ამბავი
0