სომხეთ-აზერბაიჯანის ბრძოლები არ წყდება: განადგურებულია კიდევ ერთი სამხედრო ობიექტი – ვიდეო

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკშიაზერბაიჯანის ტანკი
აზერბაიჯანის ტანკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეტაკებებში, რომლებიც მესამე დღეა გრძელდება სომხეთი–აზერბაიჯანის საზღვარზე, დაღუპულია 11 აზერბაიჯანელი და ოთხი სომეხი სამხედრო.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ახალ ინფორმაციას, რომლის თანახმად დაპირისპირების თოვუზის მიმართულებაზე სომხეთის სამხედრო ობიექტი და ტექნიკაა განადგურებული.

„საბრძოლო მოქმედებების დროს თოვუზის რაიონის მიმართულებაზე 14 ივლისს ჩვენმა ქვედანაყოფებმა ზუსტი ცეცხლით გაანადგურეს სომხეთის შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი ობიექტი“, — განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა ვაგიფ დარგიაჰლიმ.

მისი თქმით, ასევე განადგურებულია სომხეთის სამხედრო ტექნიკა.

აზერბაიჯანის სამხედრო უწყებამ საკუთარ გვერდზე ოპერაციის დამადასტურებელი ვიდეოც განათავსა.

12 ივლისს დაწყებული შეტაკებები აზერბაიჯანსა (თოვუზის რაიონი) და სომხეთს (ტავუშის ოლქი) შორის საზღვარზე, რომელიც საკმაოდ ახლოსაა საქართველოს საზღვართან და ასობით კილომეტრითაა დაშორებული არაღიარებული მთიანი ყარაბაღიდან, მესამე დღეა გრძელდება.

დაღუპულია აზერბაიჯანელი გენერალი – ვრცელდება ღამით შეტევის ვიდეო>>

ბაქოს ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულია 11 აზერბაიჯანელი სამხედრო, მათ შორის გენერალ-მაიორი ფოლად გაშიმოვი და პოლკოვნიკი ილგარ მირზიაევი. ერევნის მონაცემებით, მათი მხრიდან დაღუპულია ორი ოფიცერი და ორი ჯარისკაცი, ხოლო დაჭრილია ხუთი სამხედრო.

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს აბრალებენ შეტაკების დაწყებასა და სროლებს. მსოფლიოს რიგმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოთქვეს შექმნილი ვითარების გამო და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0