13:26 07 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6402
  • 100 RUB4.1843
  • USD3.0737
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (128)
93 0 0

ტრანსსასაზღვრო მდინარე მტკვრის ნაკადის ცვლილება, პირველ რიგში, განპირობებულია წყლის უხვი გამოყენებით, დარწმუნებულია ექსპერტი.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. მტკვრის წყლის ნაკადის შემცირება გამოწვეულია როგორც გლობალურ კლიმატურ დათბობასთან დაკავშირებული ბუნებრივი ფაქტორებით, ისე ადამიანების საქმიანობით, განუცხადა „Sputnik–აზერბაიჯანს“ ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ჩინგიზ ისმაილოვმა.

მტკვრის წყლის დონის კატასტროფული შემცირება (თითქმის ორი მეტრით) ერთდროულად რამდენიმე პუნქტში შეინიშნება. მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად ცხელ და გვალვიან წლებში, წყლის მოხმარების ზრდის ფონზე, მტკვრის ქვედა დინებაში მდინარის დონის შემცირება შეინიშნებოდა.

„გლობალური დათბობის გამო იზრდება წყლის აორთქლება და მდინარეების დონის შემცირება ახლა მსოფლიოს ბევრ რეგიონში ხდება. სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით იზრდება სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების გამოყენება. ბუნებრივია, იზრდება ასევე წყლის გამოყენებაც. გარდა ამისა, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ჯერ კიდევ არ არსებობს შეთანხმება მდინარე მტკვრის ნაკადის რეგულირებისა და გამოყენების შესახებ“, – აღნიშნა ისმაილოვმა.

ნალექის შემცირება, წლიური ტემპერატურის მატება ბოლო წლებში იწვევს გვალვას, წყლის რესურსების შემცირებას, უარყოფითად მოქმედებს მოსახლეობის წყალმომარაგებაზე და სარწყავი წყლით აგრარული სექტორის მომარაგებაზე, განაცხადა უფრო ადრე აზერბაიჯანის წყალმომარაგების ეროვნული ოპერატორის ხელმძღვანელმა გორჰმაზ ჰუსეინოვმა.

თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (128)

მთავარი თემები