03:57 17 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1297)
151 0 0

21 ივნისის 00:00 საათიდან 5 ივლისის 06:00 საათამდე ბაქოში, სუმგაითში, განჯაში, ჯალილაბადის და აფშერონის რაიონებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი ცხადდება

თბილისი, 18 ივნისი - Sputnik. აზერბაიჯანში 21 ივნისიდან 5 ივლისამდე მკაცრი კარანტინის რეჟიმი ცხადდება, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი. ამის შესახებ ცნობილი გახდა ბრიფინგზე, რომელიც აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში გაიმართა.

კერძოდ, მკაცრი კარანტინის რეჟიმი დაწესდება 21 ივნისის 00:00 საათიდან 5 ივლისის 06:00 საათამდე ბაქოში, სუმგაითში, განჯაში, ჯალილაბადის და აფშერონის რაიონებში.

აღნიშნულ ქალაქებსა და რაიონებში სახლიდან გასვლა მხოლოდ სმს-ნებართვებით და საშვებით იქნება შესაძლებელი. ამ პერიოდში დაიკეტება სილამაზის სალონები, მუზეუმები. ბაქოს მეტროპოლიტენი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

ქვეყნის ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი 1 აგვისტომდე გაგრძელდა.

აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა ექვსი პაციენტი. 117 ადამიანი გაეწერა კლინიკებიდან.

სულ აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 11329 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 6192 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 139 გარდაიცვალა, განსაკუთრებული რეჟიმის კლინიკებში მკურნალობას 4998 ადამიანი აგრძელებს.

 

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1297)

მთავარი თემები