13:02 11 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1016)
89 0 0

პირველი ეჭვი ინფექციაზე ერთ-ერთ თანამშრომელს გაუჩნდა: მას სიცხემ 37,6 გრადუსამდე აუწია და ის მაშინვე იზოლაციაში გადავიდა

თბილისი, 25 მაისი - Sputnik. СOVID-19 სომხეთში ბავშვთა სახლის ცხრა აღსაზრდელსა და ექვს თანამშრომელს დაუდგინდა. ამის შესახებ ქვეყნის შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრმა ზარუი ბატოიანმა განაცხადა.

„ბავშვთა სახლში ტესტირება ჩაუტარდა 46 ადამიანს, 15-ს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. ცხრა ინფიცირებული დაწესებულების აღსაზრდელია, ექვსი - თანამშრომელი. საბედნიეროდ, არცერთ მათგანს არა აქვს სიმპტომები, ისინი თავს კარგად გრძნობენ“, - წერს ბატოიანი Facebook გვერდზე.

მინისტრის თქმით, ინფიცირებულები არ გადაუყვანიათ კლინიკაში, არამედ იზოლირებული არიან დაწესებულებაში, სადაც უფრო ადვილია ბავშვების მოვლა.

ზარუი ბატოიანმა აღნიშნა ასევე, რომ პირველი ეჭვი ინფექციაზე გაუჩნდა ერთ-ერთ თანამშრომელს: მას სიცხემ 37,6 გრადუსამდე აუწია და ავადმყოფი მაშინვე იზოლაციაში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის ბავშვთა სახლში მუშაობენ ექიმები, მიწვეულია ასევე ეპიდემიოლოგი, ტერიტორიას დეზინფექცია ჩაუტარდა. ბავშვთა სახლში კარანტინის რეჟიმი 27 თებერვლიდან მოქმედებდა, ხოლო 19 მაისიდან დაწესებულება დახურულ რეჟიმზე გადავიდა, აღნიშნა მინისტრმა.

სომხეთში კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად საგანგებო მდგომარეობა 16 მარტიდან 13 ივნისამდე გამოცხადდა. ქვეყანაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ინფიცირების 7 113 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელდა 3145 პაციენტი, გარდაიცვალა 87 ადამიანი.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1016)

მთავარი თემები