01:16 05 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (997)
64 0 0

დღეისათვის აზერბაიჯანში დაავადების 2589 შემთხვევაა გამოვლენილი, მათი დიდი ნაწილი - 1680 ადამიანი უკვე გაწერილია საავადმყოფოებიდან

თბილისი, 11 მაისი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში COVID-19-ის 70 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 30 პაციენტი გამოჯანმრთელდა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

თებერვლის ბოლოდან დღემდე აზერბაიჯანში საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 2589 შემთხვევა დაფიქსირდა. 1680 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა. ქრონიკული დაავადებების გართულების შედეგად 32 პაციენტი გარდაიცვალა.

მკურნალობას განაგრძობს კორონავირუსით დაავადებული 877 პაციენტი. 31 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 42-ის - საშუალო სიმძიმის, დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია.

აზერბაიჯანში ინფიცირების გამოსავლენად 197 545 ტესტირება ჩატარდა.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (997)

მთავარი თემები