03:53 30 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8415
  • 100 RUB4.1711
  • USD3.2878
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1158)
110 0 0

დღეისათვის  აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 2 422 შემთხვევა დადასტურდა, მეზობელ სომხეთში - 3 175.

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 143 ახალი ფაქტი გამოვლინდა, სამი ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

ერთი დღით ადრე ქვეყანაში COVID-19-ის 75 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დღეისათვის აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 2 422 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 620 კაცი, გარდაიცვალა 31 ადამიანი, საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას 771 პაციენტი აგრძელებს.

29 ავადმყოფის მდგომარეობა მძიმეა, 41-ის - საშუალო სიმძიმის, დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია.

ქვეყანაში სულ 188 950 ტესტი ჩატარდა.

რაც შეეხება სომხეთს, სადაც საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, იქ COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3 175-ს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მარნეულში ახალ კორონავირუსზე მოსახლეობის  ტესტირება მიმდინარეობს >>

შედარებისთვის, 8 მაისის მდგომარეობით, ქვეყანაში ინფიცირების 3 029 დადასტურებული შემთხვევა იყო. ამგვარად, ერთ დღე-ღამეში შემთხვევების რაოდენობა 146-ით გაიზარდა.

ახალი მონაცემების თანახმად, კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით ქვეყანაში გარდაიცვალა 44 ადამიანი (ერთი ადამიანი გასულ დღე-ღამეში დაიღუპა). კორონავირუსით დაავადებული 12 პაციენტი (პლუს ორი გასულ დღე-ღამეში) სხვა მიზეზების გამო გარდაიცვალა.

„კორონავირუსით გარდაცვლილ 61 ქალს თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა“, - ნათქვამია სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

COVID-19 სულ 1 267 პაციენტმა დაამარცხა. მკურნალობის კურსს 1 852 ადამიანი გადის. ჩატარებული ტესტების რაოდენობა - 30 397.

სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 14 მაისამდე მოქმედებს. თუმცა 4 მაისიდან ეკონომიკურ საქმიანობაზე და ადამიანების გადაადგილებაზე შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა.

კერძოდ, გაუქმდა საშვების სისტემა, ყველა ადამიანს თავისუფალი გადაადგილება შეუძლია. თუმცა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1158)

მთავარი თემები