07:16 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1296)
40 0 0

დაავადებულთა საერთო რაოდენობიდან 32 ადამიანი გამოჯანმრთელდა, აზერბაიჯანის კლინიკებში მკურნალობას 547 პაციენტი აგრძელებს

თბილისი, 5 აპრილი – Sputnk. აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 63 ახალი ფაქტი გამოვლინდა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

აქედან 14 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 21-ს - საშუალო სიმძიმის, ხოლო დანარჩენების - სტაბილურია.

აზერბაიჯანის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბის მონაცემებით, დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენდა 584-ს, ხუთი ადამიანი დაიღუპა.

აზერბაიჯანში დაავადებულთა საერთო რაოდენობიდან 32 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კლინიკებში მკურნალობას 547 პაციენტი აგრძელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს COVID-19-ის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ურთულესი მდგომარეობაა აშშ-ში, იტალიაში, ესპანეთში, და ევროპის სხვა ქვეყნებში. ჩინეთში, საიდანაც დაიწყო კორონავირუსის გავრცელება, რამდენიმე დღის წინ ეპიდემიის დასრულების შესახებ განაცხადეს.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 1 218 126 შემთხვევაა, გარდაიცვალა 65 841 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 253 821 პაციენტი.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1296)

მთავარი თემები