05:12 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (894)
148 0 0

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა ქართველი კოლეგების საქმიანობას კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლაში

თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. სომხეთსა და საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობაში სხვაობა რამდენიმე მიზეზით აიხსნება, მათ შორის ერთ-ერთია ქართველი სპეციალისტების თანმიმდევრული მუშაობაა, ასევე ეპიდემიოლოგიური კვალი და ბედნიერი შემთხვევითობაა, განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა პრესკონფერენციაზე, იუწყება Sputnik-სომხეთი.

4 აპრილის საღამოს მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 770 ადამიანს შეადგენს, საქართველოში - 157-ს.

„პირველ რიგში, ეს არის ჩვენი კოლეგების მუშაობის შედეგი, მას საკმაოდ მაღალ შეფასებას ვაძლევ. თუმცა სახეზეა ეპიდემიოლოგიური კვალის და ბედნიერი შემთხვევითობის ფაქტორი“, - განაცხადა ტოროსიანმა.

მან აღნიშნა, რომ საბედნიეროდ, საქართველოში არ მომხდარა ინფიცირების შემთხვევა საწარმოში, სადაც 500 თანამშრომელი მუშაობს, ან ღონისძიებაზე, რომელსაც 100 კაცი ესწრებოდა.

ინფიცირებულთა დაბალ მაჩვენებელს საქართველოში ის სწორედ ამ ფაქტორს უკავშირებს.

სომხეთსა და საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. ქვეყნებს შორის შეწყვეტილია მგზავრების გადაყვანა, მაგრამ ტვირთების გადაზიდვებზე ეს არ ვრცელდება.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (894)

მთავარი თემები