02:56 01 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (879)
49 0 0

ავადმყოფს თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. ეს სომხეთში კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა.

თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. ნორკის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით 89 წლის ქალი გარდაიცვალა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

26-დან 29 მარტამდე ქვეყანაში კორონავირუსით გარდაიცვალა სამი ადამიანი - 55 წლის ქალი, 73 წლის მამაკაცი და 72 წლის ქალი.

 „89 წლის პაციენტს, კორონავირუსის გარდა, ორმხრივი ინფლიტრაციული პნევმონია ჰქონდა. გარდა ამისა, აწუხებდა სხვა ქრონიკული დაავადებები, მათ შორის, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი. სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - წერს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პრესმდივანი Facebook-გვერდზე.

1 აპრილისთვის სომხეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობაა 571. 16 მარტიდან 14 აპრილამდე მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა. 1 აპრილს საგანგებო მდგომარეობის წესები გამკაცრდა. შეიზღუდა ეკონომიკური საქმიანობაც.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (879)

მთავარი თემები