საქართველოს გენშტაბის უფროსი თბილისში სომეხ კოლეგას შეხვდა

© photo : photo: courtesy of press office of the Embassy of RA in Georgiaარტაკ დავთიანი და ვლადიმერ ჩაჩიბაია
არტაკ დავთიანი და ვლადიმერ ჩაჩიბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სომხეთის დელეგაცია კრწანისში ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ეწვევა.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველო და სომხეთი თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას აპირებენ, განაცხადა საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავის სომეხ კოლეგა არტაკ დავთიანთან შეხვედრის შემდეგ.

სომხეთის გენშტაბის უფროსი თბილისში პირველად იმყოფება ორდღიანი ვიზიტით, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

„ჩვენ გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატი სამედიცინო მიმართულებით, ასევე წვრთნებში მონაწილეობას იღებენ მათი სამხედროები, აქტიურად არიან ჩართული საჩხერის სამთო მომზადების კურსებზე", – განაცხადა ჩაჩიბაიამ.

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები და რეგიონში არსებული პრობლემები.

ჩაჩიბაიამ სომეხ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სფეროში გატარებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სომხეთის დელეგაცია კრწანისში ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ეწვევა.

ყველა ახალი ამბავი
0