11:03 03 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4778
  • 100 RUB4.0593
  • USD3.1813
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (508)
68710

სომეხი მეწარმე მიიჩნევს, რომ თუ პროდუქციის ღირებულება მისაღები იქნება, კლიენტების პოვნა ყოველთვის შეიძლება.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. თბილისის ბაზრებში სომხური ყველი გამოჩნდა. მალე მეწარმე სამველ ღარიბიანი შორეული სოფელი არდენისიდან (სომხეთი, შირაქის ოლქი) თავის ყველს თბილისის სუპერმარკეტებს შესთავაზებს, იუწყება „Sputnik-სომხეთი".

BBC-მ საქართველო ყველის სამშობლოდ დაასახელა>>

ღარიბიანს თავისი აგროკომპლექსი აქვს. თბილისის ბაზრებში ყველის ექსპორტი მან ცოტა ხნის წინ დაიწყო. მისი აზრით, თუ მისაღებ ფასს დაასახელებ, მყიდველს ყოველთვის იპოვი.

„თავის ბაზარს საქართველო არასდროს კეტავს ხელოვნურად. საბაჟოს სირთულეების გარეშე გავდივართ. ბაზარში კილოგრამს 13 ლარად ვყიდით. ღირებულებაში შედის გადაზიდვა საბაჟო გაფორმებით, ჯერჯერობით შეტანა მომგებიანია", – განმარტა ღარიბიანმა.

სომხური ყველის შოვნა თბილისის ბაზრებში არც ისე რთულია. მას აწვდიან ჩრდილოეთ სომხეთში მოქმედი რამდენიმე საწარმოდან. ეს მოსახერხებელია – თბილისთან ახლოსაა.

ღარიბიანს სურს, რომ თბილისის სუპერმარკეტებს მოელაპარაკოს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში საჭიროა ყველის დიდი და სტაბილური მოცულობა, მაგრამ ამ მხრივ პრობლემა არ იქნება.

ღარიბიანი ფიქრობს, რომ მესაქონლეობას მიჰყოს ხელი. საკვებთან დაკავშირებით პრობლემა არ იქნება.

თავისი საქმის განვითარებისთვის მეწარმემ ისარგებლა ავსტრიისა და შვეიცარიის მიერ მხარდაჭერილი მესაქონლეობის განვითარების პროგრამით, რომელსაც სომხეთის ორგანიზაცია „განვითარების სტრატეგიული სააგენტო" ახორციელებს.

ტენილი, ჩოგი, კალტი... რვა ათასი წლის ისტორია და ჭაჭაში დამალული ყველი>>

აღჭურვილობის ძირითადი ნაწილი თავად შეიძინა. საქართველოსთან კავშირები კი მისთვის ჩვეული საქმეა. არდენისიდან საქართველოს საზღვრამდე 20 წუთის სავალია, იქ კი ეთნიკური სომხებით დასახლებული ადგილია. აქედანაა წარმოშობით ღარიბიანი.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (508)

მთავარი თემები