13:09 22 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1131)
77 0 0

ცხედართან აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, ეკუთვნოდა თუ არა ის კუტოიანს

თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გეორგი კუტოიანი პარასკევს, დღისით, ერევანში, თავის ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

როგორც საგამოძიებო კომიტეტში იტყობინებიან, 38 წლის გეორგი კუტოიანის ცხედარი მეუღლემ, ასმიკ ბიშარიანმა აღმოაჩინა.

კუტოიანი უწყებას 2016-დან 2018 წლამდე ხელმძღვანელობდა. „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ მისი ადგილი არტურ ვანეციანმა დაიკავა, რომელიც, მასმედიის ინფორმაციით, ახლა კუტოიანის ბინაში იმყოფება.

საგამოძიებო კომიტეტში აღნიშნავენ, რომ ცხედართან აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, ეკუთვნოდა თუ არა ის კუტოიანს. მათივე განცხადებით, კუტოიანი საგამოძიებო კომიტეტში არც ერთ საქმეში არ ფიგურირებდა და არავითარი ჩვენება არ ჰქონდა მიცემული.

გეორგი კუტოიანი 1981 წელს ერევანში დაიბადა. მიიღო იურიდიული განათლება როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დაამთავრა ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა, დაცული ჰქონდა დისერტაცია სამართლის სფეროში.

თემები:
მსოფლიო დღეს (1131)

მთავარი თემები