ერევანში საქართველოს ელჩის ავტომობილი გაქურდეს

© photo: Sputnik / Andranik Ghazaryanსაპატრილო პოლიცია ერევანში
საპატრილო პოლიცია ერევანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიპლომატიური ნომრების მქონე ავტომობილს მოხსნეს გვერდითი სარკეები, რომლებიც საკმაოდ ძვირი ღირს ადგილობრივ მეორადი ნაწილების ბაზრობაზე.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ერევანში უცნობმა პირებმა გაქურდეს ავტომობილი, რომელიც სომხეთში საქართველოს ელჩს ემსახურება, იუწყება „Sputnik-სომხეთი".

სომხეთის უსაფრთხოების სამსახური - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქე სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა

ავტომობილი ნომრით 14 D 001 AM 13-14 დეკემბრის ღამეს სომხეთის დედაქალაქის ცენტრში, თუმანიანის ქუჩაზე იყო გაჩერებული.

Mercedes-ის მარკის ელიტური ავტომობილი, როგორც ჩანს, ქურდებს მოეწონათ და გადაწყვიტეს, მომენტი ხელიდან არ გაეშვათ - მოხსნეს გვერდითი სარკეები, რომლებიც საკმაოდ ძვირი ღირს ადგილობრივ მეორადი ნაწილების ბაზრობაზე.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სააგენტომ კომენტარის მიღება ვერ მოახერხა ვერც პოლიციაში და ვერც საქართველოს საელჩოში.

ყველა ახალი ამბავი
0