10:05 13 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1900
  • 100 RUB4.5362
  • USD2.8661
რობერტ ქოჩარიანი

სომხეთის ექს-პერზიდენტის საქმის განხილვა მოსამართლის შვებულებაში გასვლის გამო გადაიდო

© photo: Sputnik /
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (785)
21 0 0

ადვოკატებმა სასამართლო სხდომაზე ყოფილი პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის სასამართლო პროცესი, რომელიც ქვეყანაში 2008 წლის 1 მარტს საპროტესტო აქციის დაშლას უკავშირდება, ერთი თვით გადაიდო მოსამართლის შვებულებაში გასვლის გამო, იუწყება Sputnik სომხეთი. 

გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლემ პირდაპირ სხდომაზე გამოაცხადა, რომ 10 დეკემბრამდე შვებულებაში მიდის.

„შესაბამისად, შემდგომი სხდომა 2020 წლის იანვრის პირველ სამუშაო დღეს გაიმართება“, — განაცხადა მოსამართლე ანა დანიბეკიანმა.

ადვოკატმა სთხოვა სასამართლოს, პროცესის გადადებამდე განეხილა ქოჩარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი, რაზეც პროკურორმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე საქმეს სპეციალურად აჭიანურებს „უადგილო შუამდგომლობებით“. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა.

აღსანიშნავია, რომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს ბრალად საკონსტიტუციო წყობის დამხობა ედება 2008 წლის 1 მარტს საპროტესტო აქციის დაშლის ფარგლებში, რა დროსაც ათი ადამიანი დაიღუპა. ექს-პრეზიდენტი 2018 წელს ორჯერ დააკავეს და ორჯერვე გაუშვეს. მიმდინარე წლის 25 ივნისს ქოჩარიანი მესამედ დააპატიმრეს.

თემები:
მსოფლიო დღეს (785)

მთავარი თემები