10:12 06 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2796
  • 100 RUB4.6333
  • USD2.9573
ნავთობპლატფორმა შავ ზღვაზე

კასპიის ზღვაზე ნავთობის პლატფორმებიდან მუშების ევაკუაცია მიმდინარეობს

photo : press-service of BP
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (217)
39211

აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მორიგე ხომალდები და სახანძრო გემები ზღვაში მდებარე ნავთობისა და გაზის ყველა საბადოზე მორიგეობას ახორციელებენ

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) ამინდის გაუარესების გამო საზღვაო პლატფორმებიდან თანამშრომლების ევაკუაცია დაიწყო, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

კვირას დილიდან საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტით მიმდინარეობს მუშების ევაკუაცია, რომელიც გვიან საღამომდე გაგრძელდება.

კომპანიამ ასევე შეაჩერა ღია ცის ქვეშ მიმდინარე სამუშაოები, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაიცა მითითებები, ისეთ უბნებზე, სადაც ეს აუცილებელია, მორიგეობა მიმდინარეობს.

შესაძლო საგანგებო მდგომარეობის დადგომის შემთხვევაში სხვა ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან ხორციელდება მუდმივი კომუნიკაცია, მიმდინარე სიტუაცია კონტროლდება.

აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მორიგე ხომალდები და სახანძრო გემები ზღვაში მდებარე ნავთობისა და გაზის ყველა საბადოზე მორიგეობას ახორციელებენ.

2 დეკემბერს ბაქოსა და აფშერონის ნახევარკუნძულზე ძლიერი ჩრდილო-დასავლეთის ქარი ამოვარდება, განაცხადეს აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის ეროვნულ დეპარტამენტში. განცხადების თანახმად, ჰაერის ტემპერატურა წინა დღეებთან შედარებით 3-5 გრადუსით დაეცემა.

თემები:
უამინდობა საქართველოში (217)

მთავარი თემები