16:35 14 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.5941
  • USD2.9568
საკონტროლო-გამშვები პუნქტი საქართველო-სომხეთის საზღვარზე

რატომ ჭიანურდება ხიდის მშენებლობის დაწყება საქართველო-სომხეთის საზღვარზე

© photo: Sputnik / Aram Nersesyan
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
65 0 0

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა ისაუბრა იმ ხიდის მშენებლობის დაყოვნების მიზეზებზე, რომელმაც საქართველოსა და სომხეთს შორის საზღვრის გადაკვეთის პროცესი უნდა გააუმჯობესოს.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. უნიკალური ქართულ-სომხური პროექტის „მეგობრობის ხიდის" რეალიზაციის დაწყება ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო, თუმცა ეს ხელს არ უშლის იმას, რომ ხიდი, გეგმის მიხედვით, ექსპლუატაციაში 2021 წლის შემოდგომაზე შევიდეს, განუცხადა „Sputnik-სომხეთს" ირანული სამშენებლო კომპანია Tunnel Sadd Ariana-ს წარმომადგენელმა სომხეთში ართავაზდ ბაგუმიანმა.

თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ მშენებლობა მოქმედი, მაგრამ მოძველებული ნაგებობის ადგილზე 2019 წლის სექტემბერში დაიწყებოდა და უკვე 2021 წლის შემოდგომაზე მდინარე დებედზე აგებული იქნებოდა „მეგობრობის ხიდი".

საერთაშორისო ტენდერში ირანულმა კომპანიამ გაიმარჯვა, რომელმაც ქართულ და სომხურ მხარეებთან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

„ახლა ვასრულებთ ხიდის დაპროექტებაზე მუშაობას. ველოდებით მშენებლობის ნებართვას. ეს საკითხი ტექნიკური საკითხებისა და ბიუროკრატიის გამო ჭიანურდება", – განაცხადა ბაგუმიანმა.

მისი პროგნოზით, ნებართვა, დიდი ალბათობით, წელს გაიცემა, ხოლო მშენებლობა 2019 წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს. საქართველოსა და სომხეთში შექმნილია კომისიები, რომლებიც შეისწავლიან ამ პროექტს. ორივე ქვეყანაში მისი დამტკიცების შემდეგ მშენებლობის დაწყების ნებართვა სახელმწიფოთაშორისმა კომისიამ უნდა გასცეს.

„მეგობრობის ხიდი" ორივე ქვეყნის მთავრობების მხარდაჭერით შენდება. პროექტს აფინანსებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), რომელმაც ამისთვის საქართველოს 6 მილიონი ევრო გამოუყო.

უნიკალური სომხურ-ქართული პროექტის, „მეგობრობის ხიდის“ საიდუმლოებანი>>

ერთობლივი ხიდის მშენებლობის პროექტი რეგიონში უნიკალურია, ხიდის ერთი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე იქნება, მეორე — სომხეთის. მხარეებმა დაფინანსება გაიყვეს — კრედიტის 50%-ს სომხეთი გადაიხდის, დანარჩენ 50%-ს კი — საქართველო.

ახალი ხიდის მეშვეობით მძღოლები დაბრკოლების გარეშე შეძლებენ გადაადგილებას აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო დერეფნებით. ამჟამად საზღვრის გადაკვეთისთვის აუცილებელია ადგილობრივი სოფლის გადაკვეთა, რაც მოუხერხებელია როგორც მძღოლებისთვის, ისე ადგილობრივებისთვის.

მთავარი თემები