22:18 18 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2178
  • 100 RUB4.5670
  • USD2.8687
სომხეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრომათაშორისი კომისიის რიგით მეათე სხდომა

„დიდი პოტენციალი“ - მაია ცქიტიშვილმა სომხეთში გამართული შეხვედრები შეაჯამა

კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (72)
32 0 0

ერევანში სომხეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მეათე სხდომა გაიმართა.

თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. საქართველოს და სომხეთს აქვთ დიდი პოტენციალი ეკონომიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, განაცხადა ერევანში „Sputnik-სომხეთის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

ქართულმა დელეგაციამ ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით მიიღო მონაწილეობა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში, რომელიც ერევანში ხუთშაბათს დიდი პაუზის შემდეგ გაიმართა.

„ჩვენს ქვეყნებს შორის დიდი პოტენციალი არსებობს. როგორც სომხური, ისე ქართული მხრიდან არის ვაჭრობის დონის გაზრდის ხელშეწყობა, რათა ის უფრო გამარტივებული სქემით წარიმართოს და უფრო გააქტიურდეს. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში საქონელბრუნვის მაჩვენებლები გაიზრდება“, - განაცხადა ცქიტიშვილმა და აღნიშნა, რომ ექსპორტსა და იმპორტში დადებითი დინამიკა შეინიშნება.

სხდომის მიმდინარეობის შესახებ საუბრისას ცქიტიშვილმა განმარტა, რომ განიხილებოდა ეკონომიკური თანამშრომლობის, ენერგეტიკის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროები.

„აქ კონკრეტული პროექტები არ გვაქვს, რადგან ისინი მთავრობათაშორის კომისიის სხდომაზე არ განიხილება. აქ უფრო მეტად პრინციპულ საკითხებს განვიხილავთ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

სომხეთი საქართველოს მაგალითს იღებს - თბილისში ქართულ რეფორმებზე იმსჯელეს >>

ასეთი ფორმატები განიხილება უმაღლეს დონეზე საკითხების გამოსაკვეთად, რაზეც შემდგომში სამუშაო ჯგუფები მუშაობენ, აღნიშნა მან.

მთავრობათაშორისი კომისიის მომდევნო სხდომა, სავარაუდოდ, 2020 წლამდე გაიმართება, აღნიშნა დასასრულს ვიცე-პრემიერმა.

მანამდე სომხეთისა და საქართველოს ვიცე-პრემიერებმა ტიგრან ავინიანმა და მაია ცქიტიშვილმა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომის შედეგების მიხედვით შედგენილ ოქმს ხელი მოაწერეს.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (72)

მთავარი თემები